- ორჰან ფამუქი პირველი თურქი რომანისტია, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა. მწერალი 1952 წელს დაიბადა სტამბოლში. რობერტ კოლეჯის დამთავრების შემდეგ არქიტექტურას სწავლობდა, თუმცა საბოლოოდ სწავლას თავი ანება და გადაწყვიტა, მწერალი გამხდარიყო.
უმანკოების მუზეუმი ორჰან ფამუქის ბოლო რომანია, რომელიც 2008 წელს გამოვიდა. 30 წლის ქემალისა და 18 წლის ფუსუნის სიყვარულის ისტორია ძირითადად 1970-80-იან წლებში ვითარდება. როგორც მწერლის თითქმის ყველა წიგნში, აქაც ერთ-ერთი მთავარი გმირი სტამბოლია - ევროპული ყაიდის პროსპექტებით და აზიური ქალაქის ჩიხებით, დიდებული მეჩეთებითა და ღარიბთა უბადრუკი უბნებით.
უმანკოების მუზეუმის წერისას ფამუქი რეალურ მუზეუმსაც ქმნიდა - ადგილს, სადაც რომანში აღწერილ სიყვარულის ისტორიასა და, ზოგადად, ეპოქასთან დაკავშირებულ ნივთებს გამოფენდა. მუზეუმი 2010 წელს გაიხსნა წიგნში აღწერილ სტამბოლის ერთ-ერთ უბან ჩუქურჯუმაში. -
Format: Paperback
Pages: 711
Language: Georgian
Publisher: Diogene
ISBN / ID: 9789941112300
-
Ask a question about this product
