- ქონდარეთის ჯიუტმა და ძილისგუდა უფლისწულმა სიზმარში ნანახ ციცინათელების მზეთუნახავთან თამაში მოინდომა. ღამის შიკრიკებმა ციცინათელების მზეთუნახავი მწყემსი მოიტაცეს და უფლისწულს მიჰგვარეს. მეგობრის გადასარჩენად სალამურამ ქვეყნიერება მოიარა და რა არ გადახდა თავს - ჯამბაზობაც ისწავლა და მუშტი-კრივიც...
წაიკითხე ყველა დროის საუკეთესო ქართული ლიტერატურული ზღაპარი - არჩილ სულაკაურის ,,სალამურას თავგადასავალი" - და უფრო მეტს შეიტყობ სიკეთესა და მეგობრობაზე. მეგობრისათვის თავდადებული სალამურას, ციცინათელების კეთილი და სევდიანი მქწყემსი ბაიას, ცრუმზეთუნახავი ფრინტასა და სასაცილო უფლისწულის, ქონდარუხის გაცნობაში წიგნის მხიარული ილუსტრაციები დაგეხმარება.
პატარა ბიჭუნას დიდი თავგადასავალი შენი და შენი მეგობრების საყვარელი წიგნი გახდება - ის ხომ შენი მშობლების უსაყვარლესი წიგნი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ისინი შენხელები იყვნენ.
-
Format: Hardcover
Pages: 198
Language: Georgian
Publisher: Bakur sulakauri
Pub. Date: January 1970
ISBN / ID: 9789994063475
Weight: 414.0000
-
Ask a question about this product
