ჯინსების თაობა / jinsebis Taoba

Click on above image to enlarge

ჯინსების თაობა / jinsebis Taoba

by დათო ტურაშვილი / Dato Turashvili

Availability: In stock

8.00 GEL
Add Items to Cart
OR
  • 1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.
    ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა. სიკვდილით დასაჯეს ადამიანიც, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა, მაგრამ გამტაცებლების მეგობარი იყო. ,,თვითმფრინავის ბიჭების საქმე" თანამედროვე, პოსტსაბჭოთა საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია. დღემდე კამათობენ იმაზე, სინამდვილეში ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები: ჩვეულებრივი ტერორისტები თუ გმირები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დემონსტრაციულად დაუპირისპირდნენ.
    დათო ტურაშვილის წიგნი ,,ჯინსების თაობა" სწორედ ამ ტრაგიკულ ისტორიას ეძღვნება.



  • Format: Paperback
    Pages: 162
    Language: Georgian
    Publisher: Bakur Sulakauri
    Pub. Date: January 1970
    ISBN / ID: 97899414038590
    ISBN-10: 9789941403859
  • Ask a question about this product







    * Required Fields